275 გარდაცვლილი და 4 696 დაშავებული ბოლო 6 თვეში - ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა

275 გარდაცვლილი და 4 696 დაშავებული ბოლო 6 თვეში - ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა

ბოლო 6 თვის მონაცემებით, საქართველოში 3 331 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავდა 4 696 და გარდაიცვალა 275 ადამიანი.

ავტოსაგზაო შემთხვევების მაქსიმალური მაჩვენებელი მაისი-ივლისის თვეში ფიქსირდება. მხოლოდ ივლისის თვეში 537 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, დაშავდა 778 და გარდაიცვალა 42 ადამიანი.

"ინტერპრესნიუსის" მიერ შსს-დან გამოთხოვილი სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში 499 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რომლის შედეგად 58 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო სხეულის სხვადასხვა დაზიანება 735 ადამიანმა მიიღო. თებერვალის მონაცემებით, 406 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, გარდაიცვალა 26 ადამიანი, დაზიანება მიიღო 542 ადამიანმა.

427 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა მარტში. შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა 26 ადამიანი, ხოლო დაშავდა 579 ადამიანი. ოდნავ გაზრდილი მონაცემები ფიქსირდება აპრილის თვეში, ოფიციალური მონაცემებით, დაფიქსირდა 455 ავტოსაგზაო შემთხვევა, სადაც 44 ადამიანი დაიღუპა, 643 მოქალაქემ კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო.

მზარდი სტატისტური მონაცემია მაისის თვეში, სადაც 504 ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 43 ადამიანი გარდაიცვალა, 734 მოქალაქემ კი სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. თითქმის ანალოგიური მონაცემები ფიქსირდება ივნისის თვეში. ოფიციალური ინფორმაციით, დაფიქსირდა 503 ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაიცვალა 36 და დაშავდა 685 ადამიანი. მზარდი სტატისტიკა ნარჩუნდება ივლისის თვეში. შს სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, დაფიქსირებულია 537 ავტოსაგზაო შემთხვევა, გარდაცვლილია 42 ადამიანი და დაშავდა 778 მოქალაქე.

დააკავეს 23 წლის მამაკაცი, რომელმაც ტაქსის მძღოლი მოკლა და ცხედარი მანქანაში დაწვა

სოფელ ყარაჯალართან დამწვარ მანქანაში ტაქსის მძღოლის ცხედარი იპოვეს

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული აგვისტოს ომის მონაწილეა - რას ყვება 39 წლის მამაკაცის ადვოკატი