მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს"

მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს"

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის ადვოკატის განცხადებით, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ იაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

თბილისის მთავარ სამმართველოში ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულის ადვოკატი, დავით ცინცქალაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფთან უკვე შევიდა.

როგორც ადვოკატმა სამმართველოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ იაშვილს ბრალს დღეს წარუდგნენ.

დავით ცინცქალაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. დაცვის მხარე ელოდება იმ მტკიცებულებების გადმოცემას, რომლის საფუძველზეც ბრალდება მის პოზიციას ამყარებს.

ამასთან, ადვოკატ დავით ცინცქალაძეს ეჭვი ეპარება იმაში ის, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინოს ისეთი სახის მტკიცებულება, რომელიც მისივე თქმით, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მისი დაცვის ქვეშ მყოფის, მიხეილ იაშვილის მონაწილეობას დაადასტურებს.

გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა განმარტა, ბრალდებული მშრალ შიმშილობას აცხადებს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ე.წ. მშრალ შიმშილობას აცხადებს. ის გუშინ დილიდან არ იღებს არც წყალს, არც საკვებს და არც თამბაქოს. უარს აცხადებს მედიკამენტების მიღებაზეც. ის ამასთანავე პროტესტის ნიშნად უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე და მის საქმეში სახალხო დამცველი და არასამთავრობო სექტორის ფართო ჩართულობას ითხოვს", - განაცხადა ადვოკატმა დავით ცინცქალაძემ.

რაც შეეხება შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით აღნიშნული მკველობა შურისძიებას უკავშირდება, ადვოკატი ამ ფაქტს კატეგორიულად გამორიცხავს. ადვოკატი მიხეილ იაშვილის მიერ მისთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მოკლულსა და ბრალდებულს შორის არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა.

გარდა ამისა, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბრალდებული მიხეილ იაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

"სამედიცინო ცნობებში იკითხება, რომ ის არის შრომისუუნარო და საჭიროებს მომვლელს. მას აქვს ფსიქოლოგიური პრობლემებიც. შესაბამისად, ამ გარემოებებზე ჩვენ აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას. ასევე გეტყვით, რომ ჯანმრთელობის პრობლება მას მანამდეც ქონდა", - განაცხადა ადვოკატმა. ცინცქალაძის ცნობით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომა სავარაუდოდ ხვალისთვის ჩაინიშნება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ