"მთელი ღამე "ლომკაში" ვიყავი და წამალი არ მქონია" - ფონიჭალაში დაკავებული ფაილ ჰუსეინოვი

"მთელი ღამე "ლომკაში" ვიყავი და წამალი არ მქონია" - ფონიჭალაში დაკავებული ფაილ ჰუსეინოვი

მთელი ღამე "ლომკაში" ვიყავი და წამალი არ მქონია, - ამის შესახებ ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულმა ფაილ ჰუსეინოვმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბრალდებულმა დაკავების პროცესი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის ცუდად იყო, რადგან "ლომკა" ჰქონდა. მისივე თქმით, ასევე გაკეთებული ჰქონდა გადასხმები.

ბრალდებულმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკები სახლში არ ჰქონია.

"ნარკოტიკები რომ მქონოდა, პოლიცია როდესაც მოვიდა, ხომ გადავყრიდი? მე წამალი არ მქონია, პოლიციამ მოიტანა და იმისთვის, რომ ნარკოტიკზე ჩემი დნმ დაფიქსირებულიყო, ტანზე წამისვეს",- განაცხადა ფაილ ჰუსეინოვმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ