რუსეთში მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთში მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას ოლგა დემინას მკვლელობა გახსნეს. გამოძიების შედეგების თანახმად, მკვლელობაში ეჭვმიტანილია ბალერინას ნაცნობი საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯავოევი, რომელიც მცველად მუშაობდა.

არსებული ინფორმაციით, მალხაზ ჯავოევი ფულიან და გავლენიან პირებს ბალერინებს აცნობდა ესკორტ მომსახურებისთვის. გარდა ამისა, ჯავოევმა, სავარაუდოდ, ინტერნეტში ოლგა დემინას პორნოგრაფიული სურათები გაავრცელა.

ამჟამად 37 წლის მალხაზ ჯავოევი Матросская тишина-ს იზოლატორში იმყოფება და უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე. მას განზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს ბრალი.

გამოძიების ინფორმაციით, ჯავოევმა მოსკოვში საიდუმლო ბიზნესი ააწყო და ფულიანი ხალხის წვეულებებზე ბალერინებს აგზავნიდა. ერთ-ერთ ასეთ წვეულებაზე 2012 წელს მან 23 წლის ოლგა დემინა გაიცნო, რომელიც მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინა იყო.

2014 წლის 14 მარტს მალხაზ ჯავოევის თხოვნით ოლგა დემინამ მას თავისი ბინა 2 მილიონ 975 ათას რუბლად მიჰყიდა. უკვე აპრილში ჯავოევმა ეს ბინა სხვას მიჰყიდა, რომლის თანხა დემინასთვის უნდა გაეყო. 2014 წლის აგვისტოში ოლგა დემინა გაუჩინარდა.

გამოძიების ინფორმაციით, მალხაზ ჯავოევი უკანასკნელი იყო, ვინც ოლგა დემინა ნახა. სამართალდამცველების ინფორმაციით, ჯავოევმა ოლგა დემინა 2014 წლის 20 აგვისტოს ბინაში მოკლა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ