რკინიგზის დეპარტამენტთან აქციაზე დაპირისპირების დროს პოლიციამ 3 პირი დააკავა

რკინიგზის დეპარტამენტთან აქციაზე დაპირისპირების დროს პოლიციამ 3 პირი დააკავა

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირების დროს სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სამივე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. მოშიმშილე რკინიგზელების აქციაზე ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეთა გარკვეულმა ნაწილმა საქართველოს რკინიგზის ოფისის ფოიეში შესვლა სცადა. ისინი მოითხოვდნენ, რომ მოშიმშილეებისთვის ფოიეში შესვლის და იქ ყოფნის საშუალება მიეცათ.

საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის შესავლელთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მათ აქციის მონაწილეებს ფოიეში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ამასთან, როგოც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი აქციის ადგილიდან იტყობინება, სამართალდამცველებმა რკინიგზის დეპარტამენტთან დაკავებულების გადაყვანისას მომხდარი დაპირისპირების გამო, კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა საქართველოს რკინიგზის ოფისის წინ დერეფანი გააკეთეს და აქციის დროს დაკავებული პირები ამ დერეფნის საშუალებით საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს, რასაც აქციის მონაწილეთა მხრიდან ხმაური მოჰყვა. ისინი აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვდნენ და საპატრულო პოლიციის მანქანებს დაედევნენ. ამას კიდევ ერთხელ მოჰყვა პოლიციას და აქციის წევრებს შორის დაპირისპირება და ამ პროცესში კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ