ქრთამის აღებისთვის დაკავებული ოთარ აბესაძე, შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს

ქრთამის აღებისთვის დაკავებული ოთარ აბესაძე, შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე, შესაძლოა, პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

დღეს აბესაძის საქმეზე პირველი წინასასამართლო სხდომა გაიმართება, რომელზეც მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობასთან ერთად, შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებენ.

დაცვის მხარე იშუამდგომლებს, რომ ოთარ აბესაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გირაოთი შეიცვალოს. ამასთან, ადვოკატები კვლავ საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ, ვინაიდან მათი მტკიცებით, იმ პერიოდში, რა პერიოდშიც გამოძიება აბესაძეს დანაშაულის ჩადენას ედავება, ის საჯარო მოხელე უკვე აღარ იყო.

ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. გამოძიება მას მოქალაქისთვის მტკვარზე გარკვეული კონსტრუქციის განთავსების ნებართვების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის მოთხოვნასა და აღებას ედავება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ