ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე და აბესაძე გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა.

როგორც მოსამართლე ნინო სანდოძემ განმარტა, პირველი წარდგენის სასამართლო პროცესის შემდეგ ის გარემოებები და საფრთხეები რაც იყო, კვლავ რჩება და შესაბამისად, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

დაცვის მხარე ოთარ აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის 50 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა.

ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. გამოძიება მას მოქალაქისთვის მტკვარზე გარკვეული კონსტრუქციის განთავსების ნებართვების მიღებაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის მოთხოვნასა და აღებას ედავება.

იხილეთ ვიდეო: "28 წლის ასაკში ცხოვრება თავზე დამენგრა, ეს დიდი ჩირქი და ყველაზე დიდი სასჯელია" - ოთარ აბესაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ