ოზურგეთში მამაკაცმა სამი ადამიანი, მათ შორის 5 თვის ბავშვი დაჭრა

 ოზურგეთში მამაკაცმა სამი ადამიანი, მათ შორის 5 თვის ბავშვი დაჭრა

ოზურგეთში, მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და მცირეწლოვანი ბავშვი დაჭრა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან, თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ყოფილი ცოლის ოჯახში, სავარაუდოდ, სანადირო თოფით მივიდა.

"მედალფას" ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, ორმა ქალმა უკვე დატოვა სამედიცინო ცენტრი და დღეს ბავშვიც გაეწერება.

"დაჭრილებს აღენიშნებოდა მრავლობითი ჭრილობები გულმკერდისა და სახის ქვედა არეში, შემავალი არ იყო ჭრილობები. 5 თვის ბავშვს ჭრილობები ჰქონდა ქვედა კიდურებში. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება," - განაცხადეს კლინიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: მამაკაცმა ყოფილი სიდედრი, მისი მეზობელი და 5 თვის ბავშვი სანადირო თოფით დაჭრა - შემთხვევა ოზურგეთში

იხილეთ ვიდეო: ახალი დეტალები ოზურგეთიდან, სადაც მამაკაცმა სიდედრი, მისი მეზობელი ქალი და ბავშვი დაჭრა - ექიმისა და მეზობლების კომენტარები

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ