ავთანდილ ხურციძეს 8 სექტემბერს გაათავისუფლებენ? - "ჩაქუჩას" მეგობრებმა მოვახერხეთ ადვოკატისთვის საჭირო თანხის მოგროვება"

ავთანდილ ხურციძეს 8 სექტემბერს გაათავისუფლებენ? - "ჩაქუჩას" მეგობრებმა მოვახერხეთ ადვოკატისთვის საჭირო თანხის მოგროვება"

აშშ-ში, რუსული დანაშაულებრივი სინდიკატის წევრობის ბრალდებით დაკავებულმა მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში უნდა დატოვოს საპატიმრო. სასამართლო პროცესი 8 სექტემბერს გაიმართება და რადგან ბრალდების მხარეს დანაშაულის არანაირი მტკიცებულება არ აქვს, ექვსი საჩემპიონო ქამრის მფლობელი ქართველი მოკრივის ადვოკატი და მეგობრები დარწმუნებული არიან, რომ "ჩაქუჩას" (ხურციძის ერთ-ერთი მეტსახელია. - ავტ.) პატიმრობა სწორედ 8 სექტემბერს დასრულდება.

წესით, ხურციძის საქმის განხილვა აქამდეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბრალდების მხარის

გარდა, პროცესის გაჭიანურებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ბრალდებულის საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია და ავთანდილ ხურციძე ადვოკატისთვის საჭირო თანხის გადახდას ვერ ახერხებდა. მოკრივის მეგობრების დახმარებით, ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია და რამდენიმე დღეში გასამართ სასამართლო პროცესს ხურციძის ადვოკატი მომზადებული და იმედიანი ხვდება.

ავთანდილ ხურციძის მეგობარი, შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ყველანაირად უდგას გვერდში დაკავებულ მეგობარს. უახლესი ინფორმაციის გასაგებად, სწორედ მერაბს დავუკავშირდით:

- სამი თვეა, რაც ავთო პატიმრობაშია და დროა, მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღოს. სასამართლო პროცესი 8 სექტემბერს არის ჩანიშნული. ჩვენც და ადვოკატიც იმედიანად ვართ, ეჭვი აღარ გვეპარება, რომ ყველაფერი კარგად იქნება!

- რადგან ადვოკატი ახსენეთ, ჩანს, შეგიგროვებიათ მისთვის გადასახდელი თანხა...

- არაერთი თხოვნის მიუხედავად, "უცხო" არავინ დაგვხმარებია... თუმცა, საბედნიეროდ, "ჩაქუჩას" მეგობრებმა მოვახერხეთ ადვოკატისთვის საჭირო თანხის მოგროვება, გადავიხადეთ და ავთოს ინტერესების დამცველი უკვე მუშაობს ამ საქმეზე.

განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ