გადაწყვეტილება "ციანიდის საქმეზე" - დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

გადაწყვეტილება "ციანიდის საქმეზე" - დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო

თითქმის 8-თვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ციანიდის საქმეზე" განაჩენი გამოაცხადა. დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

პირდაპირი კადრები, რა ხდება სასამართლოში, "ციანიდის საქმის" განაჩენის გამოცხადების შემდეგ

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. დეკანოზი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გადაუკვალიფიცირა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

იხილეთ ვიდეო: "ციანიდის საქმის" ვერდიქტი ცნობილია - რა განაჩენი გამოუტანეს დეკანოზ გიორგი მამლაძეს?

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ