გიორგი ფანცულაია - მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დღეს ქართული მართლმსაჯულება ანგარებით გააუპატიურა

გიორგი ფანცულაია - მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დღეს ქართული მართლმსაჯულება ანგარებით გააუპატიურა

დღეს ბესიკ ბუგიანიშვილმა, ქართული მართლმსაჯულება ანგარებით გააუპატიურა, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნული პოსტით ფანცულაია თბილისის საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას თავად ბრალდებული დეკანოზი არ ესწრებოდა.

მოსამართლემ დეკანოზს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - ანგარებით მკვლელობა მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. დეკანოზი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში.

იხილეთ ვიდეო: მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დღეს ქართული მართლმსაჯულება ანგარებით გააუპატიურა - გიორგი ფანცულაი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ