დედა თამარი: "სასულიერო პირი ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა"

დედა თამარი: "სასულიერო პირი ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა"

სხვა რა მოლოდინი უნდა მქონოდა - სასულიერო პირი თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა, - ამის შესახებ მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარმა, დედა თამარმა განაცხადა, რითაც დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას გამოეხმაურა.

ამასთან, დედა თამარის თქმით, დღევანდელ პროცესს აუცილებლად უნდა დასწრებოდა მიტროპოლიტი დიმიტრი.

"სასულიერო პირი, რომელიც თვითონ ეკლესიამ და სახელმწიფომ გაწირა - რა მოლოდინი უნდა მქონოდა სხვა? უბრალოდ რაღაც ძალიან პატარა იმედი მქონდა, გუშინდელი დღის მერე, რომ მოსამართლე დაფიქრდებოდა ამ ყველაფერზე. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, რომ მოძღვარმა არ მოინახულოს თავისი სულიერი შვილი. მეუფე დიმიტრი აუცილებლად აქ უნდა ყოფილიყო, ახლა და მანამდეც უნდა მოენახულებინა", - განაცხადა დედა თამარმა, რომელიც განაჩენის გამოცხადებას სასამართლოში ესწრებოდა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს