სააკაშვილის ადვოკატი განმარტავს, რატომ იქნება ექს-პრეზიდენტის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება უკანონო

სააკაშვილის ადვოკატი განმარტავს, რატომ იქნება ექს-პრეზიდენტის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება უკანონო

"მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირება უკანონო იქნება, ვინაიდან უკრაინაც და საქართველოც ექსტრადირების ევროპული კონვენციის წევრები არიან, კონვენცია კი გამორიცხავს პირის გადაცემას იმ სახელმწიფოსთვის, სადაც მას შესაძლოა პოლიტიკური დევნა დაემუქროს" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დავით კაკოიშვილმა განუცხადა.

ამასთან, ადვოკატი ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას არც ერთი ევროპული ქვეყანა არ განახორციელებს, რის გამოც საქართველომ უკრაინა სპეციალურად შეარჩია. კაკოიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო-უკრაინას შორის სააკაშვილის პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობს.

"როგორც ვიცით, საქართველოს მთავრობას არცერთი ქვეყნისთვის არ მიუმართავს, გარდა უკრაინისა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აღნიშნულ ქვეყნებს შორის ადგილი აქვს შეთანხმებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელდეს პოლიტიკური დევნა და ამ პოლიტიკურ დევნაში მონაწილეობა მიიღოს როგორც საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა, ისე უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა.

ევროპულ ქვეყნებში ეს მოთხოვნები არ იგზავნება, რადგან ევროპული ქვეყნები საერთაშორისო კონვენციების მიხედვით არანაირ რეაგირებას არ მოახდენენ.  ექსტრადირების შესახებ ევროპულ კონვენციაში პირდაპირ წერია, რომ ექსტრადირების დამაბრკოლებელი გარემოება არის ის, რომ თუ არსებობს საფრთხე, რომ პირი შესაძლოა გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი იმ ქვეყანაში, რომელიც ითხოვს მის ექსტრადირებას, ამ შემთხვევაში შეუძლებელია, რომ მის დაკავებასა და გადაცემაზე იყოს საუბარი", - განაცხადა ადვოკატმა.

კაკოიშვილისთვის უცნობია, გადახედავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლის გადაწყვეტილებას.

საქართველოს მთავრობამ უკრაინას მიხეილ სააკაშვილის დაკავების და ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ