რა ვითარებაა ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ცოტა ხნის წინ მამაკაცმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა

რა ვითარებაა ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ცოტა ხნის წინ მამაკაცმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ.პიქსელ ცენტრის ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. იმ ადგილზე, სადაც ცოტა ხნის წინ დაჭრა მოხდა, კვლავ ეტყობა სისხლის კვალი. სისხლი რამდენიმე ადგილზე შეიმჩნევა.

ასევე ადგილზეა ქალის ფეხსაცმელი და ტანსაცმლის ნაწილი. ექსპერტები დანაშაულის ადგილს სწავლობენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, მამაკაცი, რომელმაც ახალგაზრდა ქალი დაჭრა, სავარაუდოდ, “პიქსელ ცენტრის” დაცვის თანამშრომელია.

ამასთან, როგორც ადგილზე მყოფი პირები ყვებიან, ქალი ზურგშია დაჭრილი და მას ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თვითმხილველების თქმით, დაჭრილია მამაკაციც, რომელმაც ქალი დაჭრა. მან, სავარაუდოდ, თვითდაზიანება მიიყენა.

ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომლის თქმით, შემთხვევა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ქალი ეჭვმიტანილის მეუღლეა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ