თვითმხილველი ვაკეში მომხდარ ფაქტზე - "ხმამაღლა საუბრობდნენ, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალი ზურგის არეში ორჯერ დაჭრა"

თვითმხილველი ვაკეში მომხდარ ფაქტზე - "ხმამაღლა საუბრობდნენ, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალი ზურგის არეში ორჯერ დაჭრა"

ერთ-ერთი თვითმხილველის გიორგი ნიაზაშვილის ინფორმაციით, დაინახა, თუ როგორ საუბრობდნენ ხმამაღლა მამაკაცი და ქალი "პიქსელის ცენტრის" მიმდებარედ, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ზურგში ჭრილობა ორჯერ მიაყენა.

მისივე ინფორმაციით, ამის შემდეგ მამაკაცმა თვითდაზიანება ყელის არეში მიიყენა.

თვითმხილველის ინფორმაციით, ქალს დაცვის თანამშრომლის ფორმა ეცვა.

მისივე თქმით, მამაკაცი სხვა დროსაც შეუნიშნავს ტერიტორიაზე.

"მამაკაცი ადრეც შემიმჩნევია ტერიტორიაზე. მე როდესაც დღეს დავინახე, ხმამაღლა საუბრობდნენ, რის შემდეგაც მამაკაცმა ქალი ზურგის არეში ორჯერ დაჭრა და შემდეგ თვითდაზიანება მიიყენა", - განაცხადა თვითმხილველმა გიორგი ნიაზაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ ასევე: ვაკეში დაჭრილ ქალს ოპერაცია, მის დაჭრაში ეჭვმიტანილ ქმარს კი გამოკვლევები უტარდება

რა ვითარებაა ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც ცოტა ხნის წინ მამაკაცმა ახალგაზრდა ქალი დაჭრა

"ქალი ზურგშია დაჭრილი" - რას ყვებიან თვითმხილველები ვაკეში მომხადრი ინციდენტის შესახებ

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ