მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაფორმდება

მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაფორმდება

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებთან მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაფორმდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა, სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის დასრულდება ინვესტორებთან მოლაპარაკებები, რის შემდეგაც უკვე პროკურატურა მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს.

მისივე თქმით, ამჟამად მხარეებს შორის მუშა პროცესი მიმდინარეობს და საპროცესო შეთანხმების დეტალები ზუსტდება. ადვოკატის თქმით, მოლაპარაკებები "ცენტრ პოინტის" გაყიდვაზე კვლავ რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ