უკრაინის სპეცსამსახურები - კიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო

უკრაინის სპეცსამსახურები - კიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო

კიევში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის პირადი მტერი იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სპეცსამსახურები ავრცელებენ.

"ყველანაირი საშუალებით ებრძოდა პუტინის რეჟიმს, იყო რამზან კადიროვის პირადი მტერი. რუსეთისა და ჩეჩნეთის სპეცსამსახურების მიერ დევნილი იყო. 1999-2000 წლებში დაღესტანში რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ იბრძოდა, რა პერიოდშიც ის დაჭრეს", - აღნიშნულია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ რუსლან პაპასკირი საქართველოს მხარეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსლან პაპასკირის მკვლელობა 3-ჯერ სცადეს, მათ შორის 2009 წლის 8 მარტს, თბილისში, რა დროსაც მან მცირე დაზიანებები მიიღო.

რუსლან პაპასკირი კიევში ერთ-ერთ მთავარ მოედანზე, ავტომობილში ააფეთქეს. შედეგად პაპასკირი ადგილზე გარდაიცვალა, მის გვერდით მჯდომმა ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო ხოლო მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გადარჩა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ