პედოფილიის ბრალდებით დაკავებული ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კიევის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

პედოფილიის ბრალდებით დაკავებული ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კიევის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა

პედოფილიის ბრალდებით დაკავებული საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პეტერ ზაიზენბახერი კიევის სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. ავსტრიელი ზაიზენბახერი უკრაინის დედაქალაქში, საკუთარ ბინაში აგვისტოში დააკავეს.

ამის მიუხედავად, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ექსტრადიციის საქმე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას krone.at, ზაიზენბახერის ადვოკატზე ბერნხარდ ლეხოფერზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 57 წლის ავსტრიელის ექსტრადაცია სექტემბერში იგეგმება.

ზაიზენბახერს ბრალი ორ არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური ხასიათის დანაშაულში შარშან ოქტომბერში წაუყენეს. საქმე 1990-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანი წლების დასაწყისში პერიოდს ეხება, რა დროსაც პეტერ ზაიზენბახერი ვენის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა.

ცნობილი ძუდოისტი ბოლო დროს მწვრთნელად აზერბაიჯანის ნაკრებში მუშაობდა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს კი 2010-12 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ლაშა შავდათუაშვილმა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა.

პეტერ ზაიზენბახერმა ოლიმპიური ოქროს მედლები 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში 1984 წელს ლოს-ანჯელესის, 1988 წელს კი სეულის თამაშებზე მოიპოვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ