შსს "საქართველოს ბანკში" თავდამსხმელის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს "საქართველოს ბანკში" თავდამსხმელის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ "საქართველოს ბანკში" შეჭრილ პირს სამართალდამცავი ორგანოსადმი დამორჩილებისკენ მოუწოდა, თუმცა მან გასროლა განახორციელა.

წერეთლის გამზირზე მომხდარის შესახებ კომენტარს უწყების პრესსამსახურის უფროსი აკეთებს.

"თბილისში, "საქართველოს ბანკის" წერეთლის ფილიალში შეიჭრა შეიარაღებული პირი. განგაშის ღილაკის ამოქმედებიდან წუთნახევარში შემთხვევის ადგილას უკვე იმყოფებოდა პოლიცია. შსს-ს თანამშრომლებმა თავდამსხმელს მოუწოდეს, დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და დანებებულიყო, რის შემდეგაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა საკუთარი თავის მიმართულებით განახორციელა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებს შსს-ს პრესსამსახურის უფროსი თეა პერტაია.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 30 წლამდე ასაკისაა. ბანკის ფილიალთან სამართალდამცავები მუშაობენ. ტერიტორიაზეა მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილს თანამზრახველი ჰყავდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ