კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:51 / 13-09-2017
როდიდან და რომელ ქუჩებზე ჩატარდება მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ მოძრაობაში
უკვე ცნობილია, როდიდან დაიწყება მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, პროექტირების სამუშაო დასრულებულია და ამ ეტაპზე განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. განხორციელება კი 2018 წლის პირველი ნახევრიდან იგეგმება.

"ევროდირექტივით აღებული ვალდებულების იმპლემენტაციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო აქტიურად მუშაობს მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის რეალურ პირობებში ჩატარების პროექტზე. დეტალურად იქნა შესწავლილი როგორც ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება, ისე სხვა განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა. გამოცდილების გაზიარების მიზნით, აქტიურად ვთანამშრომლობთ ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ამ ეტაპზე პროექტირების სამუშაო
დასრულებულია და მიმდინარეობს განხორციელებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. მართვის მოწმობის სახეცვლილი გამოცდა 2018 წლის პირველი ნახევრიდან ამოქმედდება", - განაცხადეს მომსახურების სააგენტოში.

იხილეთ ვიდეო: მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩატარება 2018 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება

შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების პრაქტიკული მართვის სწავლებისათვის ნებადართული გზების ნუსხა ივნისში დაამტკიცა.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, სატრანსპორტო საშუალებების პრაქტიკული მართვის სწავლებისთვის და მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად, რუსთავში შემდეგ ქუჩები განისაზღვრა: თბილისის, ცურტაველის, სპორტის, სუმგაითელ მეტალურგების ქუჩა, დუმბაძის, მესხიშვილის, ლეონიძის, ტაშკენტის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, ჩერკასკის, ქუთაისის, ფიროსმანის, მოდებაძის, აღმაშენებლის (მოდებაძის ქუჩიდან ახალ ხიდამდე), ლომოურის, მესხიშვილის ქუჩიდან აღმაშენებლის ქუჩის გადაკვეთამდე (მე-12მკრ-ის და მე-16 მკრ-ის შორის მდებრე გზა), დონეცკელ მეტალურგთა, მელიქიშვილის, სანაპიროს, გიორგი ნიკოლაძისა და მშენებელთა ქუჩიდან გაგარინის ქუჩის გადასახვევამდე, ჭავჭავაძის ქუჩა, თავგორაშვილის ქუჩა, ჟიული შარტავას გამზირი, მეგობრობის გამზირი, მერაბ კოსტავას გამზირი #20-მდე (ცენტრალური გზა ქალაქის შემოსასვლელიდან მერიის ადმინისტრაციულ შენობამდე).

ასევე განსაზღვრულია იმ მისამართების ნუსხა, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს-დაიხაზოს გზები და გაკეთდეს სპეციალური საგზაო ნიშნები. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის დავით მაღლაკელიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის სამ მილიონ ლარზე მეტია საჭირო, რუსთავის მუნიციპალიტეტს კი აღნიშნული თანხის მოცულობის პროექტის განხორციელების შესაძლებლობა არ აქვს, რისთვისაც შესაბამის უწყებასთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.
11:16 / 14-09-2017
იქნებ ქალები ჩამოგესვათ მანქანებიდან!
4
იქნებ ქალები ჩამოგესვათ მანქანებიდან!
11:13 / 14-09-2017
xeobeli.- s
0
xeobeli.-ო!
როგორ გული დამწყვიტე მე თვითონ ხეობელს, იმით რომ, არა ხეობურად გადმოეცი შენი აზრი.

" სპრინტერზე, ხალხი უჯდა მარშუტკას, ჩაუდგა ფეხი მძღოლმა და საავარიო სიტუაცია შექმნა, " - იქნებ ეს ხელმეორედ გადათარგმნო.
მსგავსი სიახლეები
ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:11 / 19-11-2017  Image კახა კალაძე - მომავალში მშენებლობებზე ნებართვების გაცემა განსხვავებული იქნება
"სამწუხაროდ, რაც აშენდა, იმას ვერაფერს ვუზამთ"
23:51 / 19-11-2017  Image თამაზ შავშიშვილმა ფოთის პორტი დატოვა, მას უკრაინიდან სამწლიანი დეპორტაცია აქვს
მან ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა და გაიხსენა, რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება
12:19 / 19-11-2017  Image რუსეთში შექმნილ iPhone X-ზე შავი ხიზილალა, ქვეყნის გერბი და ჰიმნია გამოსახული
კომპანიამ კიდევ ერთი ექსკლუზიური მოდელი შექმნა, რომელიც მოსკოვში ბინის ფასი ღირს
16:33 / 13-01-2017  Image 10 წესი, როგორ მოიზიდოთ ფული - ძველი ჩინური სიბრძნე
ფენ შუი უძველესი ჩინური სიბრძნეა, რომლის მიხედვითაც სამყარო ერთი დიდი ორგანიზმია და
16:15 / 18-11-2017  Image სექსრობოტ სამანტაზე მოთხოვნა იმდენად დიდია, მწარმოებლებს საჭირო რაოდენობის დამზადება უჭირთ
სილიკონის სამანტას მუქი ყავისფერი თმა აქვს, მწვანე თვალები და რეალურის მსგავსი სასქესო ორგანოები
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49