შსს ინფორმაციით, პირებს, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში იყვნენ ჩართული, პრემიები ერთ კვირაში ჩაერიცხებათ

 შსს ინფორმაციით, პირებს, რომლებიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში იყვნენ ჩართული, პრემიები ერთ კვირაში ჩაერიცხებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ყველა პირი პრემია-დანამატს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში მიიღებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფულადი პრემიები აღნიშნული პირების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება.

"მიმდინარე წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციის და რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და გამოჩენილი თავდადებისთვის, უკლებლივ ყველა მათგანი, წახალისების სახით, ფულადი პრემიით დაჯილდოვდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები, რომელთა დასრულების შემდეგ, უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ფულადი პრემიები აღნიშნული პირების პირად ანგარიშებზე ჩაირიცხება", - აღნიშნავენ შსს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ