კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
00:31 / 14-09-2017
ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის შურისძიება თბილისში - რას წერს რუსული საიტი ორთაჭალაში აზერბაიჯანელი მამაკაცის მკვლელობის შესახებ
11 სექტემბერს თბილისში, ორთაჭალაში მკვლელობა მოხდა - შუახნის მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით იყო ჩადენილი, ავტომობილს, რომელშიც მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რამდენიმე ნატყვიარი ჰქონდა. როგორც გაირკვა, მოკლული ეროვნებით აზერბაიჯანელი მამაკაცი იყო, რომელიც რუსეთში იძებნებოდა.

დღეს კი, რუსულ საიტზე ПРАЙМ КРАЙМ გავრცელდა ვიდეო და ინფორმაცია, რომელიც სწორედ თბილისში ორი დღის წინ მომხდარ მკვლელობას ეხება (საიტზე განთავსებული ვიდეო მძიმე სანახავია, ამიტომ თავს ვიკავებთ მისი გავრცელებისგან). საიტის ინფორმაციით, "რესტორან მასპინძელოსთან" მოკლული 42 წლის მამაკაცი აზერბაიჯანელი ელშან მამედოვია, რომელსაც თავში სამი ტყვია ჰქონდა ნასროლი. გარდაცვლილის სხეული ქართულ სანომრე ნიშნიან
Toyota Land Cruiser-ში, მძღოლის ადგილას იპოვეს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ მკვლელობისთვის დაკავებულია აზერბაიჯანული წარმომავლობის მამაკაცი, რომელიც საქართველოში ამ შემთხვევამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდა.

ПРАЙМ КРАЙМ-ის ინფორმაციით, მამედოვი რესტორანში აზერბაიჯანელი ე.წ კანონიერი ქურდის ნადირ სალიფოვის, იგივე გულის გარემოცვის უახლოეს წევრებთან ერთად ვახშმობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ელშან მამედოვი მოულოდნელად წამოდგა მაგიდიდან და საკუთარ მანქანაში განმარტოვდა, სადაც მალევე მოხდა მკვლელობა.

როგორც ПРАЙМ КРАЙМ იტყობინება, ელშან მამედოვი "გულის" ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ჯალათი იყო. მის სახელს უკავშირდება  ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტ რაფიკ ეივაზოვთან საქმის გარჩევა, რა დროსაც მამედოვმა ეივაზოვს მარცხენა ყური მოაჭრა და ეს ვიდეოზე გადაიღო. ამ ფაქტის შემდეგ კი ეივაზოვმა შურისძიება გადაწყვიტა და სწორედ თბილისში მოაკვლია მის დაუძინებელ მტერს. როგორც ირკვევა, რაფიკ ეივაზოვმა წინასწარ იცოდა, რომ მამედოვი საქართველოში იყო და როგორც ირკვევა, მან ელშანის მკვლელობაში 500 000 დოლარი გადაიხადა.

აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 236-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
12:56 / 14-09-2017
nolito
6
მიშას ბრალია სუყველაფერი ნაცებო რას გვიშვებით :დ
12:29 / 14-09-2017
გია
4
პოსტსაბჭოთა სივრცის ნარკობარიგების და კრიმანალის,ყველა სახის სიბინძურის შეხვედრების თავისუფალი ზონა და ქალაქი გახდა თბილისი...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:19 / 22-11-2017  Image "სერიოზული ჯგუფი იყო, მაგრამ მძევლები აყვანილი არ ჰყოლიათ" - სუს-ის უფროსი განმარტავს, რატომ გაგრძელდა სპეცოპერაცია თითქმის 20 საათი
"პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, ის იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
22:43 / 22-11-2017  Image გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან
"არ მოსულა სახალხო ღლიცინი მაშინ, როცა შენს ქალაქში ტერორისტები ისვრიან!"
20:26 / 22-11-2017  Image ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა
III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მაიორ პაპუნა ხორავას
18:23 / 22-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
13:37 / 22-11-2017  Image 48 წლის ვიქტორია გვიმხელს, თუ როგორ შეიძლება ყველა ქართველმა ისწავლოს ინგლისური ძალისხმევის გარეშე!
გაიგეთ, თუ როგორ შეგიძლიათ ისწავლოთ ინგლისური სწრაფად და მარტივად
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49