ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის შურისძიება თბილისში - რას წერს რუსული საიტი ორთაჭალაში აზერბაიჯანელი მამაკაცის მკვლელობის შესახებ

ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის შურისძიება თბილისში - რას წერს რუსული საიტი ორთაჭალაში აზერბაიჯანელი მამაკაცის მკვლელობის შესახებ

11 სექტემბერს თბილისში, ორთაჭალაში მკვლელობა მოხდა - შუახნის მამაკაცი ავტომობილში მოკლული იპოვეს. მკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით იყო ჩადენილი, ავტომობილს, რომელშიც მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რამდენიმე ნატყვიარი ჰქონდა. როგორც გაირკვა, მოკლული ეროვნებით აზერბაიჯანელი მამაკაცი იყო, რომელიც რუსეთში იძებნებოდა.

დღეს კი, რუსულ საიტზე ПРАЙМ КРАЙМ გავრცელდა ვიდეო და ინფორმაცია, რომელიც სწორედ თბილისში ორი დღის წინ მომხდარ მკვლელობას ეხება (საიტზე განთავსებული ვიდეო მძიმე სანახავია, ამიტომ თავს ვიკავებთ მისი გავრცელებისგან). საიტის ინფორმაციით, "რესტორან მასპინძელოსთან" მოკლული 42 წლის მამაკაცი აზერბაიჯანელი ელშან მამედოვია, რომელსაც თავში სამი ტყვია ჰქონდა ნასროლი. გარდაცვლილის სხეული ქართულ სანომრე ნიშნიან Toyota Land Cruiser-ში, მძღოლის ადგილას იპოვეს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ მკვლელობისთვის დაკავებულია აზერბაიჯანული წარმომავლობის მამაკაცი, რომელიც საქართველოში ამ შემთხვევამდე ორი დღით ადრე ჩამოვიდა.

ПРАЙМ КРАЙМ-ის ინფორმაციით, მამედოვი რესტორანში აზერბაიჯანელი ე.წ კანონიერი ქურდის ნადირ სალიფოვის, იგივე გულის გარემოცვის უახლოეს წევრებთან ერთად ვახშმობდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ელშან მამედოვი მოულოდნელად წამოდგა მაგიდიდან და საკუთარ მანქანაში განმარტოვდა, სადაც მალევე მოხდა მკვლელობა.

როგორც ПРАЙМ КРАЙМ იტყობინება, ელშან მამედოვი "გულის" ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ჯალათი იყო. მის სახელს უკავშირდება  ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტ რაფიკ ეივაზოვთან საქმის გარჩევა, რა დროსაც მამედოვმა ეივაზოვს მარცხენა ყური მოაჭრა და ეს ვიდეოზე გადაიღო. ამ ფაქტის შემდეგ კი ეივაზოვმა შურისძიება გადაწყვიტა და სწორედ თბილისში მოაკვლია მის დაუძინებელ მტერს. როგორც ირკვევა, რაფიკ ეივაზოვმა წინასწარ იცოდა, რომ მამედოვი საქართველოში იყო და როგორც ირკვევა, მან ელშანის მკვლელობაში 500 000 დოლარი გადაიხადა.

აღნიშნულ მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 236-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ