პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ შესაძლოა გამოძიება დაიწყოს - რას ედავებიან მომღერალს

პაატა ბურჭულაძის წინააღმდეგ შესაძლოა გამოძიება დაიწყოს - რას ედავებიან მომღერალს

მთავარმა პროკურატურამ მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" განცხადების შესწავლა დაიწყო.

რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება უწყებამ ბურჭულაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, თუ განცხადების შესწავლის პროცესში დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთება, გამოძიებას დაიწყებენ.

"აღნიშნული განცხადება შემოტანილია პროკურატურაში. ამჟამად მიმდინარეობს შესწავლა. თუ შესწავლის პროცესში იქნება დანაშაულის ნიშნები, დავიწყებთ გამოძებას", - განაცხადეს პროკურატურაში.

როგორც ცნობილია, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ "იავნანა"-ს საქმიანობით დაინტერესდეს.

როგორც აფბა-ს წარმომადგენელმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა გაირკვეს, რა მიზნებისთვის იხარჯებოდა ბურჭულაძის საარჩევნო კამპანიისას ფონდიდან მილიონობით ლარი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ