ოთარ აბესაძის დაცვის მხარემ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ დააყენოს

ოთარ აბესაძის დაცვის მხარემ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ დააყენოს

ოთარ აბესაძის დაცვის მხარემ დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ დააყენოს დაცვის მხარემ თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის გათავისუფლების შუამდგომლობა, შესაძლოა, კიდევ ერთხელ დააყენოს.

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულის საქმის არსებითი განხილვა ხვალ დაიწყება. ბრალდებისა და დაცვის მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვებით წარსდგებიან, რის შემდეგაც ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა დაიწყება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა, თუკი აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე ექსპერტიზის დასკვნა მოესწრება, ამ შემთხვევაში დაცვის მხარე აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს.

"ექსპერტიზა უკვე დანიშნულია. ველოდებით, როდის ჩაუტარდება მას კვლევები. თუ ხვალისთვის დასკვნა გვექნება, ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ აბესაძეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღკვეთის ღონისძიება შეეცვალოს და პატიმრობიდან გათავისუფლდეს", - განაცხადა ჭკადუამ.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ წინასასამართლო სხდომების მსგავსად ოთარ აბესაძის საქმის არსებითი განხილვებიც დახურულ რეჟიმში წარიმართოს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ