ახალი დეტალები თემქაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ

ახალი დეტალები თემქაზე მომხდარი თავდასხმის შესახებ

თემქაზე, ზღვის უბნის მე-10 კვარტლის 24-ე კორპუსთან მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს დაჭრილი გოგონასთან ერთად იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელები ორნი იყვნენ, რომლებიც გასროლის შემდეგ გაიქცნენ.

მათივე ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე მისვლა დააგვიანა, რის გამოც დაჭრილი საავადმყოფოში ადგილობრივმა მოსახლეობამ გადაიყვანა. თვითმხილველების ინფორმაციით, დაჭრილიც ამავე კვარტლის მცხოვრებია.

იხილეთ ვიდეო: "გოგონა გამორბოდა მიშველეთო, ბიჭი მიყავდათ დაჭრილი" - რას ყვება თვითმხილველი თემქაზე მომხდარ ინციდენტზე?

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია სპეციალური ლენტით. შემთხვევის ადგილზე გდია ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

ასევე სამართლადამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს სისხლიანი მაისურიც. თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო დაჭრის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ