უკრაინიდან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "თენგო გალსკი" გააძევეს

უკრაინიდან ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი "თენგო გალსკი" გააძევეს

უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "თენგო გალსკი" ქვეყნიდან გააძევეს. ipress.ua-ს ინფორმაციით, მას ქვეყნის ტერიტორიაზე 5 წლით შესვლა აეკრძალა.

"35 წლის კრიმინალური მიგრანტი საქართველოდან 29 აგვისტოს კიევში დააკავეს, სადაც ის, კიდევ ერთხელ არალეგალურად ჩავიდა გავლენათა სფეროების გადანაწილებაში მონაწილეობისთვის. მან გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი საკონტროლო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან, საბუთების გაყალბების გზით", - განაცხადეს სამართალდამცველებმა.

თენგო გალსკის კრიმინალად "კურთხევა" 2014 წელს სანკტ-პეტერბურგში განხორციელდა. ის დღეს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყნიდან გააძევეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ