ფონიჭალასა და ვარკეთილში ნარკოდანაშაულში ბრალდებულთა დაკავებაზე შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

 ფონიჭალასა და ვარკეთილში ნარკოდანაშაულში ბრალდებულთა დაკავებაზე შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

ფონიჭალასა და ვარკეთილში ნარკოდანაშაულში ბრალდებულთა დაკავებაზე შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ე.ი. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით - ვარკეთილში, ხოლო 1948 წელს დაბადებული ე.ქ., ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ე.ი.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ე.ქ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 36 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.ქ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 2 შეკვრად დაფასოებული 0,1427 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით)", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ