გურამ ახალაია - პაატა ბურჭულაძე შეურაცხყოფილი და აღშფოთებულია

 გურამ ახალაია - პაატა ბურჭულაძე შეურაცხყოფილი და აღშფოთებულია

ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე შეურაცხყოფილი და აღშფოთებულია, - ამის შესახებ ფონდის დირექტორმა, გურამ ახალაიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსის" ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ის ბურჭულაძეს და რას ფიქრობს მსოფლიო ბანი, ახალაიამ უპასუხა, რომ "პაატა ბურჭულაძე ძალიან შეურაცხყოფილია, აღშფოთებულია და იმედი აქვს, რომ პროკურატურა ამ საქმეს გამოიძიებს და შესაბამის დასკვნას დადებს".

მისივე თქმით, ბურჭულაძე მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს არ იზიარებს. "მივესალმები პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომ დაიწყო გამოძიება იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაც წარადგინეს ჟურნალისტებმა. ჩვენი ფონდი ყოველთვის გამჭვირვალე იყო, ყოველთვის აბარებდა ხალხს ანგარიშს და იყო აუდიტის დასკვნაც გამოქვეყნებული. მზად ვართ ვითანამშრომლოთ პროკურატურასთან. მივცეთ ყველა მასალა, რაც ხელთ გვაქვს. რა ინფორმაციაც გავრცელდა, ყველა ინფორმაცია იყო დოკუმენტაციასთან შედარების გარეშე", - განაცხადა ახალაიამ. ფონდის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჟურნალისტების ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფონდ "იავნანას" ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ