სამართალდამცველებმა ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს

სამართალდამცველებმა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ბათუმის მერია თანამშრომლობს და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება.

უწყების ინფორმაციით, ყველა მოხელის მიმართ, ვინც არაკანონიერ ქმედებებს ჩაიდენს, მიიღება მკაცრი ზომები როგორც მერიის, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

"მოვუწოდებთ მერიის სტრუქტურაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს, ნუ შელახავენ მერიის სტრუქტურაში მომუშავე საჯარო მოსამსახურეების ღირსებასა და პატივს", - ნათქვამია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ