საგზაო უსაფრთხოების რა წესებს არღვევენ ქართველი მძღოლები ყველაზე ხშირად - ჯარიმების სტატისტიკა

საგზაო უსაფრთხოების რა წესებს არღვევენ ქართველი მძღოლები ყველაზე ხშირად - ჯარიმების სტატისტიკა

"საგზაო უსაფრთხოების შესახებ" კანონში ცვლილებების ამოქმედებიდან, 1-ელი ივლისიდან აგვისტოს ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 223 611 დარღვევა დაფიქსირდა.

ყველაზე ხშირად დარღვეულ წესებს შორისაა: სიჩქარის გადაჭარბება, მობილური ტელეფონით საუბარი, ღერძულა ხაზის გადაკვეთა, ავტომობილის მართვა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა, საგზაო ნიშნებზე დაუმორჩილებლობა და სხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარით დაირღვა 21 633-ჯერ, რისთვისაც მძღოლებს 100 ქულიდან 10 ჩამოაკლდათ და ასევე 50 ლარით დაჯარიმდნენ.

მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობისთვის 11 883 მძღოლი 30 ლარით დაჯარიმდა, ხოლო ქულათა სისტემიდან 15 ქულა ჩამოაკლდათ.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობითვის 14 224 პირი 40 ლარით დაჯარიმდა, ხოლო 100 ქულიდან 5 ქულა ჩამოაკლდათ.

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის 2 586 მძღოლს მართვის უფლება გარკვეული დროით აეკრძალა.

შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთითვის 14 750 მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდა, ქულათა სისტემიდან კი 10 ქულა ჩამოაკლდათ.

შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობა 1 247 მძღოლმა დაარღვია, რისთვისაც თითოეული 200 ლარით დაჯარიმდა, ხოლო 100 ქულიდან 30 ჩამოაკლდათ.

ამკრძალავი ნიშნების "გაჩერება აკრძალულია" და "დგომა აკრძალულია" მოთხოვნების დაუცველობისთვის, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობისთვის 63 526 მძღოლი დაჯარიმდა.

გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევისთვის 6 794 მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდა, ხოლო ქულათა სისტემიდან 10 ქულა ჩამოაკლდათ.

მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული ("დაუთმე გზა", "მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია") ან ამკრძალავი ("შესვლა აკრძალულია", "მოძრაობა აკრძალულია") ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნისთვის 9 124 მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდა, ხოლო ქულათა სისტემიდან 15 ქულა ჩამოაკლდათ.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევის, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას 53 374 მძღოლი დაჯარიმდა 50 ლარით, ხოლო ქულათა სისტემიდან 5 ქულა ჩამოაკლდათ.

იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც აქვს გაუმართავი სამუხრუჭე სისტემა, საჭის სამართავი მექანიზმი ან მისაბმელი მოწყობილობა, ანდა მწყობრიდანაა გამოსული ფარები, უკანასაგაბარიტო მაშუქები დღე-ღამის ბნელ დროს, ან მინის საწმენდი მექანიზმი წვიმის ან თოვლის დროს, ანდა დარღვეულია ძრავის კვების სისტემის ჰერმეტულობა დაჯარიმდა 2 804 მძღოლი 15 ლარით, ხოლო ქულათა სისტემიდან 5 ქულა ჩამოაკლდათ.

სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა არასრულწლოვნისათვის (გარდა იმ პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება) ან იმ პირისათვის, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის 1 039 მძღოლი 700 ლარით დაჯარიმდა, ქულათა სისტემიდან კი 15 ქულა ჩამოაკლდათ.

მძღოლის მიერ "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ ქვეითებთან მიმართებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის 1 102 მძღოლი 40 ლარით დაჯარიმდა, ხოლო ქულათა სისტემიდან 10 ლარი ჩამოაკლდათ.

საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის 1 114 მძღოლი 10 ლარით დაჯარიმდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ