შსს საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შსს საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველო-დაღესტნის საზღვარზე მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ერთი მესაზღვრის გარდაცვალება დამწვრობამ გამოიწვია.

"მიმდინარე წლის 25 სექტემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) N5 სექტორის (შილდა) დისლოკაციის ადგილზე, პირველადი ინფორმაციით, მოხდა გაზის ბალონის აალება. მიღებული დამწვრობის შედეგად, გარდაიცვალა სასაზღვრო პოლიციის II ჯგუფის სპეციალისტი (უფროსი მესაზღვრე), უფროსი ლეიტენანტი ლაშა ჩუბინიძე. შემთხვევის შედეგად დაშავდა სასაზღვრო პოლიციის სამი მოსამსახურე, რომელთაც სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები აღენიშნებათ. ისინი მკურნალობის კურსს კლინიკაში გადიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

აფეთქების შედეგად დაშავებული პირები კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან. როგორც დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებულებს დაზიანებები აქვთ მიღებული როგორც სხეულზე, ასევე სასუნთქ გზებზე. მისივე ინფორმაციით, ორივე პირს აღენიშნება დამწვრობითი შოკი.

"დამწვრობის ცენტრში ორი პაციენტი შემოვიდა - 26 წლის და 44 წლის. მათ სხეულის 30 - 50% აქვთ დამწვარი. დაზიანებებია ასევე სასუნთქ გზებზე. დამწვრობა მიღებული აქვთ ალით და ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ