ოთარ აბესაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდება

ოთარ აბესაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების მიზნით დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდება

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ მერიის ყოფილ თანამშრომელ ოთარ აბესაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისთვის დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ ოთარ აბესაძის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაბამისი გადაწყვეტირლბა გუშინ დღის ბოლოს მიიღეს, თუმცა

დაცვის მხარისთვის უცნობია, თუ რომელ საათზე მოხდება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში აბესაძის გადაყვანა.

რაც შეეხება სასამართლო პროცესს, რომელიც დღეს 16:00 საათზეა ჩანიშნული, ლილი გელაშვილის თქმით, დაცვის მხარის მიერ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება მას შემდეგ, რაც ექსპერტიზა დამთავრდება.

"იმის მიხედვით, თუ როგორ იქნება თავად, მივიღებთ გადაწყვეტილებას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. შესაძლებელია იმ დროისთვის დასრულდეს ექსპერტიზა, რომ მოხდეს ოთარ აბესაძის წარმოდგენა სასამართლოში და დაცვის მხარე წარვსდგებით შესავალი სიტყვით“, - განაცხადა გელაშვილმა.

რაც შეეხება აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას, როგორც გელაშვილმა აღნიშნა, ახლადგამოვლენილი გარემოება შეიძლება გახდეს ოთარ აბესაძისთვის პატიმრობის შეცვლის მოთხოვნის საფუძველი. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა, შესაძლებელია გახდეს ის ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც დაცვის მხარე აბესაძის გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებს. თუმცა როგორც ლილი გელაშვილმა აღნიშნა, სავარაუდოა, რომ დღევანდელი პროცესისთვის ექსპერტიზის დასკვნა დაცვის მხარეს არ ექნება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ