მამაკაცს, რომელსაც თბილისში 6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ბრალდება, ჯარიმა, ან 5-წლიანი პატიმრობა ელის

მამაკაცს, რომელსაც თბილისში 6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება ბრალდება, ჯარიმა, ან 5-წლიანი პატიმრობა ელის

მოძალადე მამაკაცს, რომელიც სამართალდამცველებმა 6 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს, მაქსიმალურ სასჯელად 7 წლიანი პატიმრობა ელის. შსს-ს ინფორმაციით, მის წინააღმდეგ საქმე 141-ე მუხლით არის აღძრული, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და სასჯელის ზომად  ჯარიმას, ანდა - თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ითვალისწინებს.

AMBEBI.GE შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მოძალადე პოლიციამ 21 სექტემბერს დააკავა. შემთხვევა თბილიის ერთ-ერთ უბანში მოხდა.

შსს-ში ამბობენ, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს, თუმცა სამართალდამცავ უწყებაში სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.

11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე დაკავებულ საჩხერელ ბიზნესმენს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის ერთ-ერთ ლომბარდში მისი მეპატრონე გარდაცვლილი იპოვეს

11 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ჩადენისთვის საჩხერელ ბიზნესმენს ბრალი წარუდგინეს