ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა მოწმის ჩვენება და მტკიცებულება ადასტურებს, რომ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენი უსაფუძვლოა.

"ყველამ ნახა თუ როგორ მიდიოდა სასამართლო პროცესები. ყველა მოწმის დაკითხვა, ყველა მტკიცებულება აბსოლუტურად ადასტურებს, რომ დეკანოზის მიმართ წარდგენილი განაჩენი უსაფუძვლოა. იგივე ანგარების ბრალდებასთან დაკავშირებით, ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებაში აბსურდთან ერთად ლოგიკასაც ვეღარ ვხედავთ. ბესიკ ბუგიანიშვილი ამბობს, რომ ოდესღაც განხორციელებული თანამდებობრივი გადაადგილება გიორგი მამალაძეს თურმე გაახსენდა წელიწადნახევრის შემდეგ და ამის გამო შურისძიებით გეგმავდა მკვლელობას. ეს არის აბსურდი. იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამ მოსამართლეს შორის ორი მაინც არ აღმოჩნდება ბესიკ ბუგიანიშვილი და თავიდან ბოლომდე ის იქნება გამართლებული", - განაცხადა ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს პროკურატურა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას ედავება. მას ბრალი თავდაპირველად მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებოდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლში გადაუკვალიფიცირა. დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ ძიება 27 აპრილს დაასრულა. საგამოძიებო უწყების ვერსიით, არსებული მატერიალური და იერარქიული მდგომარეობის შენარჩუნებისა და მომავალში კარიერული წინსვლის უზრუნველსაყოფად, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ანგარებით განიზრახა ძლიერმოქმედი მომწამვლელი ნივთიერების ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობა.

დეკანოზი სასამართლომ 5 სექტემბერს დამნაშავედ სცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დეკანოზს ბრალი გადაუკვალიფიცირა და მამა გიორგი მამალაძე შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ