მამაკაცი, რომელმაც რუსთავში 12 წლის გოგონაზე იძალადა, დააკავეს

მამაკაცი, რომელმაც რუსთავში 12 წლის გოგონაზე იძალადა, დააკავეს

სამართადამცველებმა რუსთავში, 12 წლის გოგონას მიმართ ძალადობისა და ცემის ფაქტზე ბრალდებული პირი დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, დაკავებულია ერთი პირი, სისხლის სამართლის საქმე 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით არის აღძრული, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

მამაკაცი გუშინ საღამოს დააკავეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

არსებული ინფორმაციით, რუსთავში, 12 წლის გოგონას 40 წლამდე ასაკის მამაკაცი ძალადობის განხორციელების მიზნით, თავს დაესხა.

თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას უცნობი მამაკაცი სახლთან თავს დაესხა და სარდაფში ძალით ჩაიყვანა. ყვირილზე მეზობლები გამოვიდნენ, რის შემდეგაც თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. მომხდარის შესახებ მეზობლებმა პოლიციას აცნობეს. გოგონა შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადაც გამოიძახეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ