სასამართლომ ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ოთარ აბესაძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, ოთარ აბესაძე პატიმრობაში რჩება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ნაჭყებიამ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე. მოსამართლემ საკმარისად არ მიიჩნია დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა.

აღნიშნული შუამდგომლობის განხილვის შემდეგ დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა თქვა და იმ არგუმენტებზე ისაუბრა, რაც ოთარ აბესაძის უდანაშაულობას ამტკიცებს. დაცვის მხარის შესავალი სიტყვის შემდეგ პროცესი 16 ოქტომბრამდე გადაიდო. მომდევნო სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ