კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
18:44 / 12-10-2017
როგორი იყო "გორგიას" დირექტორის გატაცების გეგმა - შსს-ს მაღალჩინოსანი დეტალებზე საუბრობს
ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის, გია გორგოშაძის გატაცებისას ბოროტმოქმედები ელექტროშოკების გამოყენებასაც გეგმავდნენ. ამის შესახებ Ambebi.ge-ს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიებას საქმეში აქვს სხვადასხვა მასალები, მათ შორის აუდიო-ვიდეო მასალები, რომლითაც დგინდება, რომ ბოროტმოქმედები კარგად შეიარაღებული იყვნენ და ბიზნესმენის გატაცებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ.

მამუკა ჭელიძე ადასტურებს, რომ გატაცების შემთხვევაში, ბოროტმოქმედები ბიზნესმენისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ. მისივე თქმით, პოლიციამ სპეცოპერაცია სწორედ იმ დღეს ჩაატარა, როდესაც გია გორგოშაძის გატაცება უნდა მომხდარიყო.

"ჯგუფი, რომელიც დავაკავეთ, საკმაოდ კარგად ორგანიზებული იყო. ჯგუფის წევრები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ ამ პიროვნების გადაადგილების და პირადი ცხოვრების გარკვეულ დეტალებს. უშუალოდ მოქმედებაზე გადავიდნენ მას შემდეგ, რაც 1 თვით ადრე იქირავეს ბინა იმავე კორპუსში, სადაც ბიზნესმენი ცხოვრობდა. ბინის ქირაობის ხელშეკრულებაც კი კონსპირაციის სრული დაცვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე დადეს. ნაქირავები სახლიდან ახდენდნენ თვალთვალს. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ გარკვეულ ტექნიკურ საკითხებზე, მათ დაიწყეს გატაცების განხორციელებაზე ფიქრი. 11 ოქტომბერი იყო დღე,
როდესაც მათ უნდოდათ მოეხდინათ ბიზნესმენის გატაცება. მათ ჰქონდათ გარკვეული შეიარაღება, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღები, ელექტროშოკები და ა.შ. განიხილავდნენ თავისუფლების აღკვეთის სხვადასხვა მეთოდოლოგიას. მათ გარკვეული როლებიც ჰქონდათ განაწილებული, თუ ვინ როგორ ახდენდა პიროვნების გატაცებას. თუ წინააღმდეგობა იქნებოდა, რა თქმა უნდა, განიხილავდნენ ბიზნესმენისთვის ფიზიკური დაზიანების მიყენებაც, კერძოდ ელექტროშოკებით გათიშვა", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თქმით, საქართველოს სამი და 1 უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა.

თორნიკე კოშკაძე
Ambebi.ge

ნახეთ ასევე: "გორგიას" დირექტორის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ - გახსნილი დანაშაულის ახალი დეტალები
11:04 / 13-10-2017
მაკა62
0
ხომ არ ჩახოცეს ვაზაგაშვილივით. უთვალთვალებდნენ და ისე აიყვანეს, რომ არავინ დაზარალებულა, არც სროლა და უბედურება არ მომხდარა. კიდევ იტყვიან უნიათოები არიანო?
გამოეხმაურე / 0 /
19:54 / 12-10-2017
hmm
0
გაოცებული და აღფრთოვანებულიც ვარ როგორ მოხდა ამატი გამოაშკარავება და აყვანა??<br />
<br />
რარაც დაუჯერებელია ამდენს ტუ ვარგიან ესენი რომ ეგრევე აღკვეტეს საღოლ ამატ, სეუძლიატ როცა უნდატ ხო
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
"ჩვენებაში წერდა, რომ ბოდბეში განიბანა, ჯადო მოეხსნა, გონება გაუნათდა და ბებერ ცოლს გაშორდა"
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის ერთ-ერთ მდიდარ ბიზნესმენს სკანდალები არ აკლდა
ასილი ვასილიადი, გურამ დგებუაძე, მენთეშაშვილი და ფოცხიშვილი ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ
ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიებამ დარსალია უკვე გამოკითხა და მის სახლში ჩხრეკაც ჩაატარა
არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად გია გორგოშიძესთან ერთად, მისი ერთ-ერთი ოჯახის წევრის გატაცებასაც აპირებდნენ
გივი ჯიბლაძისთვის 150 ათასი დოლარის გამოძალვისთვის დაკავებული ერთი პირი, მისი ბიზნესპარტნიორი იყო
+VIDEO| არასრულწლოვანი ამბობს, რომ ძალით არავის გაუტაცია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:12 / 17-01-2018  Image რატომ შევიდა ბაგა-ბაღებში რძის პროდუქტი ღვინის ეტიკეტიანი შეფუთვით? - "მილკოფუდის" განმარტება
"არასწორად ეტიკეტირებული რძის პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა"
11:23 / 17-01-2018  Image "ზვიად მესხი თუ ოდესმე თაზოს გაიცნობს, დარწმუნებული ვარ, შეუყვარდება..." - "ბასიანთან" დაჭრაში ბრალდებულის მამიდა
"ჩვენ პრივილეგირებული ოჯახი არ ვართ... სიკეთის მეტი არ გვიკეთებია...."
15:08 / 17-01-2018  Image დეპუტატი: "გლეხს სწავლა რომ უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა, სხვა ადგილს მიაგნებდა ცხოვრებაში"
"ის მოსაზრება რომ მოსახლეობა მივატოვოთ და მხოლოდ ვასწავლოთ - არ გამოდგება"
17:29 / 17-01-2018  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ
14:37 / 17-01-2018  Image ქეთა თოფურიას "ცხელი" ფოტოები ტაილანდიდან
ქეთა თოფურია მეგობრებთან ერთად ტაილანდში ისვენებს

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49