კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
19:23 / 12-10-2017
შსს ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ გეგმავს რამდენიმე პირი "გორგიას" დირექტორის გატაცებას
შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის. გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმესთან დაკავშირებით ვიდეომასალას ავრცელებს. ვიდეომასალაში ასახულია, როგორ გეგმავენ კონკრეტული პირები ადამიანის გატაცებას.

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი: 1962 წელს დაბადებული დ. ფ., 1980 წელს დაბადებული ვ. ვ., 1987 წელს დაბადებული გ. დ. და 1959 წელს დაბადებული რ. მ., თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, გია გორგოშაძის თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს. განზრახვის აღსრულების მიზნით, მათ დაზარალებულის საცხოვრებელ კორპუსში ბინა წინასწარ დაიქირავეს, საიდანაც მას აკვირდებოდნენ და მისი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სამოქმედო სქემაც წინასწარ ჰქონდათ შემუშავებული. სამართალდამცველებმა ბრალდებულები დანაშაულის მომზადების პროცესში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა, ნიღბები, მობილური ტელეფონები, წებოვანი ლენტები, ხელბორკილები, ელექტროშოკი და ე.წ.
პარიკი ამოიღო.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 18-143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით და 18-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით).

ასევე წაიკითხეთ: როგორი იყო "გორგიას" დირექტორის გატაცების გეგმა - შსს-ს მაღალჩინოსანი დეტალებზე საუბრობს

იხილეთ ვიდეო
You must have Flash Player installed in order to see this player.
10:08 / 13-10-2017
Lou
0
საინტერესოა, პანკისში წაიყვანდნენ, როგორც 90-ში?
00:18 / 13-10-2017
სიმართლე
1
კამერები დააყენეს და მერე აყვანის დროს კარებები როგორღა ასრიათ?მეზობლების კარებებო რომ შეანგრიეს. მაგარი დაგეგმილი სპეც ოპერაცია იყო?
gia
0
13 ოქტომბერი 2017 09:30
ეგ ყველგან ხდება...
გერმანიაში ერთხელ მეზობელს შეუვარდა სპეცრაზმი დილის სამ თუ ოთხ საათზე...

საგამოძიებო განყოფილება სხვაა, და სპეცრაზმი სხვა... ამიტომ კი უთხრეს სად უნდა შესულიყვნენ, მაგრამ შეეშალათ...
მთავარია ბოლოს ხომ დაიჭირეს...
qaqa
0
13 ოქტომბერი 2017 08:50
რას ბოდავ?
მსგავსი სიახლეები
დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა
ბრალდებულებმა, დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის მიზნით, მოქალაქე გ. გ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთა განიზრახეს.
”პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით”
აქციაზე 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
"ევროპული საქართველოს" ოფისთან მომხდარ ინციდენტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
წუხელ, 23:00 საათიდან, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა
დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეებს ტაძრის ტერიტორიაზე შეღწევის საშუალება არ მისცეს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:40 / 23-10-2017  Image ავარია ხაშურთან: საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი
ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ
13:09 / 23-10-2017  Image ვინ იქნება და რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?
თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება
10:45 / 23-10-2017  Image Monolith City - მონოლით ჯგუფის პასუხი მომავლის გამოწვევებს
Monolith City შენდება ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის მოედნიდან 400 მეტრის მოშორებით
12:15 / 23-10-2017  Image 5 პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - ერთ-ერთს მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა
საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს
09:00 / 23-10-2017  Image ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ
"ანგელოზებად" იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ყველაზე ქვედა საფეხურზე მყოფი არსნი
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49