”გორგიას” დირექტორის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

”გორგიას” დირექტორის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

ჰიპერმარკეტ "გორგიას" დირექტორის გია გორგოშაძის გატაცების მცდელობისთვის დაკავებულ ოთხივე პირს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ვასილი ვასილიადი, გურამ დგებუაძე, მენთეშაშვილი და ფოცხიშვილი ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებას იყენებენ. მათ ბრალად მძევლად ხელში ჩაგდების მომზადება ედებათ. როგორც ბრალდებულების ადვოკატებმა განაცხადეს, საქმეზე ბევრი გარემოებაა დასადგენი, მათ შორის ის, თუ როგორ მოხვდნენ ბრალდებულები იმ სახლში, სადაც ისინი დააკავეს.

ვასილიადის და დგებუაძის ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, ასევე დასადგენია იმ ვიდეომასალის ავთენტურობა, რომელიც შსს-მ გაავრცელა და ასევე საქმის მასალებში დევს. როგორც აბესაძემ აღნიშნა, შსს-ს მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალაში ვასილიადისა და დგებუაძის ამოცნობა პირადად მან ვერ შეძლო.

"დასადგენია, საერთოდ როგორ მოხვდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები იმ სახლში. თუ ისინი ამ სახლში იყვნენ, არ ნიშნავს რომ დანაშაულს ჩადიოდნენ", - განაცხადა თამარ აბესაძემ.

შსს-მ გორგოშაძის გატაცების მცდელობაში ბრალდებული პირები ორი დღის წინ ჩატარებული სპეცოპერაციისას აიყვანა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ