ადვოკატი - საქმეში ჩანს, რომ "გორგიას" დირექტორსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის ფულადი გაუგებრობა არსებობდა

ადვოკატი - საქმეში ჩანს, რომ "გორგიას" დირექტორსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის ფულადი გაუგებრობა არსებობდა

საქმეში ჩანს, რომ გორგოშაძესა და მის ყოფილ მეუღლეს შორის ფულადი გაუგებრობა არსებობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჰიპერმარკეტ "გორგიას" ხელმძღვანელის, გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმეზე დაკავებულების, დავით ფოცხიშვილისა და თამაზ მენთეშაშვილის ადვოკატმა ნათელა ჩერქეზიამ განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და იძლევა საფუძველს ითქვას, რომ ასე ხმამაღლა არ უნდა გაცხადებულიყო.

"ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრი რამ გაზვიადებულია. აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ყველაფერი. ვიდეო მასალის ავთენტურობა უნდა დადგინდეს. მე არ მინდა ისეთ რამეზე ვისაუბრო, რაც ჩემი საქმე არ არის, მაგრამ საქმის მასალებში ჩანს, რომ ბიზნესმენს და მის ყოფილ მეუღლეს შორის არის რაღაც ფულადი გაუგებრობა. მე არ გამოვრიცხავ, რომ საქმის მასალები იყოს სამოქალაქო დავის საქმე", - განაცხადა ადვოკატმა. ჩერქეზია ადასტურებს, რომ გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე, ნინო დარსალია დაკითხულია.

თავის მხრივ, საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს იმის შესახებ, იკვეთება თუ არა გორგოშიას ყოფილი მეუღლის თანამონაწილეობის საკითხი საქმეში.

"მიმდინარეობს გამოძიება სხვადასხვა საკითხის დადგენის, მათ შორის თანამონაწილეთა დადგენის კუთხით", - განაცხადა პროკურორმა. საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ