ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, მეტსახელად "ლავას ოღლიმ" საქართველო დატოვა

ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, მეტსახელად "ლავას ოღლიმ" საქართველო დატოვა

ე.წ. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, მეტსახელად "ლავას ოღლიმ" საქართველო დატოვა. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, "ლავას ოღლიმ" საქართველოს საზღვარი პატიმრობიდან გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში გადაკვეთა.

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გუშინ გაათავისუფლეს. ადვოკატის ინფორმაციით, მან სასჯელი მოიხადა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2015 წლის დეკემბერში მოლდოვის რესპუბლიკაში დაკავებული და დეპორტირებული, ე.წ. კანონიერი ქურდი მეტსახელად "ლავას ოღლი" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის 30 იანვარს დააკავეს. საქმეზე გამოძიება კანონიერი ქურდობის და ჯგუფური გამოძალვის ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარეობდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ