ნანა კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

 ნანა კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, საქმე უფლებადამცველის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომლითაც კაკაბაძე ე.წ. ციანიდის საქმის დახურულ სასამართლო პროცესზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაზე, გამოძიების დაწყებას ითხოვდა.

ოხანაშვილი ჩვენებაში ნანა კაკაბაძეს, ადვოკატ ირმა ჭკადუასა და დეპუტატ ეკა ბესელიას საპატრიარქოში არსებულ შეწყალების კომისიის მეშვეობით კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდა. ნანა კაკაბაძის გარდა, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება ირმა ჭკადუამაც მოითხოვა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ