შსს-ს კომენტარი სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ თავდასხმაზე

შსს-ს კომენტარი სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ თავდასხმაზე

მარნეულის რაიონში, სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანია დაჭრილი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

მათ შორის დაჭრილია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი.

შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ადგილზე იმყოფება და ვითარებას პირადად ეცნობა. როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, მინისტრი საგამოძიებო მოქმედებებს თავად დააკვირდება. დამატებით დეტალებზე შს სამინისტროში არ საუბრობენ. დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით კი გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან დღეს საღამოს თავდასხმა მოხდა.შედეგად დაჭრილია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. ისინი მარნეულში "ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში არიან გადაყვანილი.

როგორც "ქართული ოცნების" მარნეულის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით არის დაჭრილი, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ინტერპრესნიუსი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ