შს მინისტრის კომენტარი "ქართული ოცნების" შტაბთან მომხდარ თავდასხმაზე

შს მინისტრის კომენტარი "ქართული ოცნების" შტაბთან მომხდარ თავდასხმაზე

გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მინისტრის განცხადებით, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აქტიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. "მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. გთხოვთ, წინასწარ ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკაოთ, ნუ განვიხილავთ ამას ცალსახად პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება პოლიტიკური სარჩული მოვხსნათ ამ თემას. ჩვენ ვამუშავებთ ყველა ვერსიას, ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც მთავარია დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა გიორგიმღებრიშვილმა.

სოფელ ყიზილაჯლოში "ქართული ოცნების" შტაბთან დღეს საღამოს თავდასხმა მოხდა. შედეგად დაჭრილია "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ჯეიხუნ ჩოვდაროვი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი. ისინი მარნეულში "ჯეოჰოსპიტალის" კლინიკაში არიან გადაყვანილი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ