თბილისში სპეცოპერაციის შედეგად 2 პირი დააკავეს: ბრალდებულები ბიზნესმენს ფულს სძალავდნენ

თბილისში სპეცოპერაციის შედეგად 2 პირი დააკავეს: ბრალდებულები ბიზნესმენს ფულს სძალავდნენ

თბილისში წულუკიძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცველებმა 2 პირი დააკავეს. დაკავებულებს გამოძალვა ედებათ ბრალად. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ფულს ბიზნესმენს სძალავდნენ. უწყებაში ამ ეტაპზე სხვა დეტალებს არ აკნონკრეტებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ორივე პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, წულუკიძის ქუჩის გარდა სპეცოპერაცია კიდევ ერთ ადგილზე მიმდინარეობს, თუმცა უცნობია დააკავეს თუ არა ვინმე შინდისელის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში.

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ