მკვლელობა საგარეჯოს რაიონში - მამაკაცმა თანასოფლელი სავარაუდოდ, ვალის გამო მოკლა

 მკვლელობა საგარეჯოს რაიონში - მამაკაცმა თანასოფლელი სავარაუდოდ, ვალის გამო მოკლა

საგარეჯოს რაიონში ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა დანით მოკლა. სოფელ ქეშალოში 30 წლის მაჯით მამედოვს თანასოფლელმა დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ვალს უკავშირდება, რომლის დაბრუნებასაც მამედოვი მოვალისგან ითხოვდა. უარის მიღების შემდეგ კი მათ შორის უთანხმოება მოხდა.

ამ წუთებში მოკლულის ცხედარს ექსპერტიზა უტრდება. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დადგენილია ბრალდებულის ვინაობა და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: "ხელი ჩამოართვა და უცბად დანა დაურტყია" - კახეთში 30 წლის მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ