საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - თანასოფლელები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ

საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - თანასოფლელები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ

საგარეჯოში ღამით მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. "ინტერპრესნიუსისთვის" სოფელ ქეშალოში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ადგილობრივის, არზუმან ამბასაროვის ინფორმაციით, მოკლულ მაჯით მამედოვს სამშენებლო მასალების მაღაზია ჰქონდა, საიდანაც მისივე თანასოფლელმა 3 000 ლარის ღირებულის მასალები ნისიად წაიღო. ამბასაროვის თქმით, სწორედ თანხის დაბრუნების მოთხოვნა გახდა მკვლელობის მიზეზი.

"შემთხვევამდე მაჯით მამედოვი ძმასთან ერთად ბრალდებულის სამუშაო ადგილზე მივიდა და თანხის დაბრუნება ითხოვა. უარის მიღების შემდეგ კი ფასიანი ნივთების წამოღება სცადა. მოვალემ ცივი იარაღით სწორედ ამ დროს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობები გულის არეში მაჯით მამედოვს, მის ძმას კი ფიზიკურად გაუსწორდა",- ყვებიან მოკლულის ნათესავები.

დაჭრილი მამედოვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მის ძმას კი სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დადგენილია ბრალდებულის ვინაობა და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ