ტრაგედია შილდაში - გარდაცვლილის მეუღლე ცოლის წამებასა და გაუპატიურებაში საკუთარ ძმას ადანაშაულებს

ტრაგედია შილდაში - გარდაცვლილის მეუღლე ცოლის წამებასა და გაუპატიურებაში საკუთარ ძმას ადანაშაულებს

18 ოქტომბერს, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, საკუთარ სახლში 24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ტრაგედიის ადგილას არსებულმა ვითარებამ თავდაპირველად გააჩინა ვერსია, რომ გოგონამ თავი ჩამოიხრჩო, თუმცა მალევე გაჩნდა უამრავი ეჭვი, რაც კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა იმან, რომ ახალგაზრდა ქალის დაკრძალვის დღეს მისმა მაზლმაც თვითმკვლელობა - თავის ჩამოხრჩობა სცადა. ის ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გოგონა სრულიად შიშველი იყო და სხეულზე ძალადობის კვალი ეტყობოდა.

გარდაცვლილი ქალის მეუღლეს, რამინ გურასპაშვილს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. მისი განცხადებით, ეკა ნაქევხრიშვილი რამდენიმე დღე სახლში მარტო იმყოფებოდა, შესაბამისად, მასსა და ოჯახის სხვა რომელიმე წევს შორის კონფლიქტი არ ყოფილა.

ისიც ამბობს, რომ გარდაცვლილს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა, რაც

მკვლელობის ეჭვს საფუძვლიანს ხდის. რამინ გურასპიშვილის ვარაუდით, მისი ცოლი გააუპატიურეს და აწამეს, რაშიც მისი ძმა, გია გურასპიშვილი, რამდენიმე თანამზრახველთან, ერთად მონაწილეობდა.

მკვლელობის ვერსიას არ გამორიცხავს, თუმცა ამას გადაჭრით ვერ ამბობს 24 წლის ქალის დედა. როგორც "ინტერპრესნიუსთან" ნანა ნაქევხრიშვილმა განაცხადა, მას ამ ეტაპზე შვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ აქვს, რადგან მასთან ბოლო დროს ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდა. რაც შეეხება მომხდარში გარდაცვლილის მაზლის შესაძლო ბრალეულობას, 24 წლის ქალის დედას გამოძიების დასრულებამდე მედიასთან საუბარი არ სურს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალის მაზლი გია გურასპიშვილი საავადმყოფოში სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური კომენტარისგან გამოძიების დასრულებამდე თავს იკავებენ.

მომხდარზე გარდაცვალებულის ახლობელი გევსაუბრება, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- მომხდარით გაოგნებული ვართ ყველა, საბრალო გოგოს სიცოცხლე ბავშვობიდან მძიმე ჰქონდა - ექვის წლის იყო, მამა რომ მოუკვდა და დედამ ბავშთა სახლში დატოვა, თავად კი გათხოვდა. როგორც ჩანს იფიქრა, - გავთხოვდები და ჩემს უბედურებას ბოლო მოეღებაო და ნაადრევად გათხოვდა. კარგი ოჯახი შეხვდა, უფრთხილდებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ბედს მისთვის კარგი არ უნდოდა და ბავშვი გაააჩინა თუ არა, მეუღლე დაეღუპა, - შეშის ჭრისას, ხე დაეცა.

განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ