ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით შესაძლო მოსპობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების დროს მამაკაცი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შს სამინისტრო. შს სამინისტროს ინფორმაციით, 25 ოქტომბერს, საღამოს, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მოქალაქეებმა მეზობლური კონფლიქტის ფაქტზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პატრულ-ინსპექტორებმა კონფლიქტი განმუხტეს და კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება დაიწყეს, რა დროსაც მათთან, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა. იგი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მოქალაქეს, რომელმაც საპატრულო პოლიცია გამოიძახა, ასევე, გარშემო მყოფ პირებს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.

პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს არაერთგზის მოუწოდეს წესრიგისა და კანონის დაცვისკენ, თუმცა იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და კიდევ უფრო აგრესიული გახდა. აღნიშნული პირის, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს, იგი უეცრად შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შს სამინისტროში აღნიშნავენ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ